საკრებულოს ბიუროს სხდომა
დღეს გაიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც დღის წესრიგით განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის შესახებ. 3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიშის განხილვა.