საკრებულოს მორიგი სხდომა

4 December, 2017

      

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სდხომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით დაამტკიცეს შემდეგი საკითხები:
1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: კ. თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო 
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ .

/მომხს: კ. თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო 
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/

3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: კ. თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო 
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/

4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის“ უსასყიდლო აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: დ. დარსალია - ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე,
თანამომხს: ედუარდ მალანია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი/

5. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: ჯონი ჯალაღონია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/

6. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N50 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: ზურაბ ჯიქია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე/

7. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: დაზმირ დარსალია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/

8. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: გიორგი ახალაია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

 

ფოტო

Share page