2017 წლის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა

21 November, 2017

   დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით განიხილებოდა შემდეგი საკითხები:
1. N69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის მოხსენება.
2. დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევის შესახებ.
3.დროებითი სამანდატო კომისიის არჩევის შესახებ.
4.საკრებულოს წევრთა 
უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
5. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ.
6.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ.
7.საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების შესახებ.
8.საკრებულოსმუდმივი კომისიების თავმჯდომარის არჩევისშესახებ.
9.საკრებულოს მუდმივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
N 69 საოლქო საარევნო კომისისს თავმჯდომარემ ვიტალი წურწუმიამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებვში არჩეული საკრებულოს წევრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საკრებულო განისაზღვრა 28 წევრის შემადგებლობით. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ საკრებულოს სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ვალერიანე იზორია გაუძღვა.დღის წესრიგით გათვალიწსინებული საკითხების დაწყებამდე საკრებულოს სხდომა დატოვა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოთხმა , შენების მოძრაობის ორმა და პ/გ სქართველოს პარტიოტთა ალიანსის ერთმა წევრებმა. საკრებულოს სხდომა მუშაობას 19 წევრის შემადგენლობით შეუდგა. საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე წამოყენებულ ბესიკ ესებუას კანდიდატურას ფარული კენჭისყრით 19 საკრებულოს წევრმა დაუჭირა მხარი .საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულიქნა კობა ჯიქია. საკრებულოს სხდომამ ცნობად მიიღო საკრებულოში ფრაქცის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან საკრებულომ მხოლოდ შვიდ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება.საკრებულო სხდომას ოთშაბათს გააგრძელებს. 
ამრიგად , 2017 წლის საკრებულოს პირველმა სხდომამ საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩია ბესიკ ესებუა ,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კობა ჯიქია.სხდომა mუშაობას 22 ნოემბერს გააგრძელებს.

ფოტო

Share page