საკრებულოს ბიუროს სხდომა

16 October, 2017

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსახილველი საკითხები ბიუროს წევრებს სკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ გააცნო:
1. დაბა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მდებარეობის აღმნიშვნელი აბრების, ნიშნულების, ქუჩების მიმართულების და ადგილმდებარეობის მიმათითებელი აბრების და ნიშნულების განთავსების საკითხების მოწესრიგების თაობაზე;
2. პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესის და პროცედურების, ელექტრონული აპლიკაციის შექმნის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელების საკითხების გადაწყვეტის თაობაზე;
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ;
4. დაბა ჩხოროწყუში პარკირების ადგილების გამოყოფის, შესაბამისი მონიშვნების, ინფრასტრუქტურის მოწყობის და პარკირების მარეგულირებელი ნორმების შემუშავების საკითხის გადაწყვეტის თაობაზე;
5. მუნიციპალური საბავშვო ბაღების გასართობი ინვენტარით/მოწყობილობით უზრუნველყოფის საკითხის მოწესრიგების თაობაზე.
აღნიშნული საკითხები ბიუროს წევრებმა ერთხმად განიხილეს .

ფოტო

Share page