სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

9 October, 2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, რომლის ერთ–ერთ მთავარ მიზანს მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხიანი სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს. საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე მიმდებარედ მცხოვრებნი და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სტუმრები საჯარო და კერძო სექტორის სხვადასხვა სერვისით ისარგებლებენ. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებული იქნება ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაც შეეძლებათ. აღნიშნულთად დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა ,საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და სხვა ხელმძღვანელი პირები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს ლაშა აბაშიძეს შეხვდნენ და ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია,სადაც საზოგადოებრივი ცენტრი უნდა აშენდეს. მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება და 4 თვეში დასრულდება.

Share page