მიუსაფართა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამას-მიუსაფართა სასადილოს დაფინანსებას.

სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას მოკლებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირების ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფისთვის გამოიყოფა თანხა.  კვებით უზრუნველსაყოფად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება მერის სახელზე;
  • მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1

Share page